ახალი ამბები

უცხოეთიდან კახეთში შემოსულ ტრაილერის ყველა მძღოლს კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდება

საქართველოს საზღვარზე შემოსულ საერთაშორისო გადაზიდვების ე.წ.ტრაილერის ყველა მძღოლს კოვიდ ინფექციაზე ჩაუტარდება სწრაფი მარტივი ტესტი, როგორც ანტისხეულებზე ასევე ანტიგენზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ამ პროცედურას პასუხის გაცემის დროის ჩათვლით სავარაუდოდ ნახევარი საათი დასჭირდება.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მძღოლი გააგრძელებს გზას.

ნებისმიერი ტესტის დადებითი შედეგის შემთხვევაში, მძღოლს გადაიყვანენ ცხელების ცენტრში, ჩვენს შემთხვევაში ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში. ცხელების ცენტრში აუღებენ ნიმუშს უკვე PCR ტესტირებისათვის და დაელოდებიან საბოლოო დამადასტურებელ შედეგს. ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე გადამზადდა ლაგოდეხის საბაჟოს 4 თანამშრომელი. 29 მაისიდან მათ უკვე დაიწყეს ლაგოდეხის საზღვარზე შემოსული შესაბამისი კონტიგენტის ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება და კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა არ არის დაფიქსირებული.