ახალი ამბები

როდის გაიხსნება თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა არ არის ცნობილი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკა რამდენიმე თვეა, რაც არ ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკის გახსნის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

“ოფიციალური ინფორმაციით, ბიბლიოთეკა 1 ივლისს განაახლებს მუშაობას, თუმცა შესაძლებელია ივნისის თვეში რამოდენიმე სექტორი გაიხსნას. მუყაოზე ბაქტერია დიდი ხნით რჩება, ამიტომ საშიშია ახლა ჩვენი მუშობა”, – განუცხადა knews.ge-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა მაყვალა წიკლაურმა.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე