ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუფინანსებს.
სუბსიდია შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 200 ათას ლარზე ნაკლებია.
“ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.