უცნობია, როდის განაახლებენ კახეთში მუზეუმები მუშაობას
კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით თელავში მუზეუმები მესამე თვეა არ ფუნქციონირებს.
თელავის ისტორიულ მუზეუმში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის განაახლებენ ვიზიტორების მიღებას.
მუზეუმების დროებით დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ივნისიდან გაიხსნება ბაზრები, ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორნები. ივლისის პირველ ნახევარში ფუნქციონირებას დაიწყებს გასართობი, სპორტული ცენტრები, სასტუმროები, რესტორნები, კაზინოები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო, როცა პირველ ეტაპზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ტაქსების ოპერირებაზე, ონლაინ ვაჭრობაზე, მიტანის სერვისებიის და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული გახდა.
მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის 6 პუნქტიანი გეგმა შეადგინა, რომელიც 27 აპრილს დაიწყო და ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.