როგორ იზეიმეს 1864 წელს ბატონყმობის გაუქმება თელავში – ფოტო ისტორია
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ (1855-1881 წწ) 1861 წლის 19 თებერვალს ხელი მოაწერა მანიფესტს ბატონყმობის გაუქმების შესახებ რუსეთის იმპერიის ევროპული ნაწილისათვის.
აღნიშნული მანიფესტის მიხედვით ყმა გლეხი ხდებოდა თავისუფალი მოქალაქე და საშუალება ეძლეოდა საკუთარი სურვილის მიხედვით გამოეყენებინა თავისი ნიჭი და შესაძლებლობა. გლეხმა პირად თავისუფლებასთან ერთად მიწის გარკვეული ნაკვეთიც მიიღო.
ის მოვალე იყო თავისი ყოფილი ბატონისათვის მიწის გამოსასყიდი თანხა 20 წლის განმავლობაში ეხადა, ამის შემდეგ კი ის მიწის სრული მესაკუთრე ხდებოდა.
გლეხს უფლება ჰქონდა, მთელი გამოსასყიდი თანხა წინასწარ გადაეხადა, მანამდე კი ე.წ. “დროებით ვალდებულად” რჩებოდა. ამრიგად, საგლეხო რეფორმის ძირითადი ნაკლი ის იყო, რომ ბატონყმურ ვალდებულებებს დროებით მაინც ძალაში ტოვებდა.
ბატონყმობის გაუქმების გამოცხადება საქართველოში ზეიმით აღნიშნეს. გლეხებმა გათავისუფლება იზეიმეს თელავშიც.
ინტერნეტ ფოტო