ყველა სახის მაღაზია და მოლი პირველი ივნისიდან გაიხსნება
პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ფუნქციონირების უფლება ექნება ღია და დახურულ ყველა სახის ბაზრობასა და ღია სივრცის რესტორანს.