ქართული ვისკი JIMSHER-ი მალე აშშ-ში გაიყიდება
წინანდლის კასრში დავარგებული ვისკი მალე ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. კომპანია პირველ კონტეინერს ექსპორტზე უახლოეს მომავალში გაგზავნის.
შემოწმების პროცესი ამერიკის ბაზარზე მოსახვედრად ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ავიღეთ ყველანაირი ნებართვა და ლიცენზია. ახლა გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომელიც პროდუქციის ამერიკაში გავრცელებას მოახდენს,“ – აცხადებენ კომპანიაში.
ვისკი წარმატებით გადის უკვე უკრაინის ბაზარზეც. პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა. JIMSHER-ის ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული.
ამჟამად ვისკის სამი სახეობა მზადდება – ტრადიციული საფერავი ნამყოფი კასრში, ქართული ბრენდი კასრში და წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი.
ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში უკრაინასა და პოლონეთში გადის.
ვისკი ექსპორტზე ამჟამად ჩინეთში, ყაზახეთში უკრაინასა და პოლონეთში გადის.