ახალი ამბები

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ტრანსპორტში სავალდებული იქნება პირბადის ტარება.