ახალი ამბები

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.

გიორგი გახარიას განმარტებით, ტრანსპორტის ამოქმედების დროს დაცული იქნება ყველა წესი. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.
,,ვირუსის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს. ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების მასტაბი არის მცირე. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი რჩება ჩვენთან ერთად და უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისიწნებით: 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი”,- განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 1 ივნისიდან გაიხსნება ღია მოლები, ბაზრობები და ღია კაფეები.