ახალი ამბები

გურჯაანში მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

გურჯაანში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ისინი ამბობენ, რომ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში ფლობენ შენობა-ნაგებობებს, სადაც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა ბაზრის მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილი იქ შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

“20-30 ადამიანს კერძო საკუთრებაში გვაქვს შენობა-ნაგებობები, სადაც ვეწევით სამეწარმეო საქმიანობას, ხელი გვეშლება, ვერ მივდივართ ჩვენ საკუთარებამდე და მომხმარებელიც ვერ მოდის. ბაზრის მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილმა ჩაგვიკეტა კარები. იძულებულები ვართ, რომ გადავკეტოთ გზა”, – აცხადებენ მოვაჭრეები.

სიტუაცია სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.