საგარეჯოში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მეხი ჩამოვარდა
ქალაქ საგარეჯოს ცენტრში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეხი ჩამოვარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეხი ხის ელექტროგადამცემს დაეცა და იქვე მდებარე ნაძვებზე გადააგდო. აღნიშნულ საკითხზე საგარეჯოს ერთ- ერთი მკვიდრი, სოციალურ ქსელში წერს:
“მცირე წვიმა წამოვიდა, უცბად განათდა და ჩვენს ეზოსთან მეხი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, საშინელი ხმა იყო, ყველაფერი შეზანზარდა.”
კახეთში, დასახლებულ პუნქტში, მეხი ბოლოს 2013 წლის 8 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში ჩამოვარდა.