კომენდანტის საათის დასრულება თელავის ცენტრალურ მოედანზე აღნიშნეს
თელავში კომენდანტის საათის დასრულება აღნიშნეს.
საღამოს ცხრა საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების აკრძალვის გაუქმების აღსანიშნავად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიმბოლურად ტორტი გაჭრეს. ღონისძიების ჩატარების ინიციატორი თელავის ექსტრემალთა და სპორტული კლუბის პრეზიდენტი ოთო მდივნიშვილია.
“კომენდანტის საათის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიების ჩატარების იდეა მომივიდა მას შემდეგ, რაც გამომწერეს ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრიდან. როდესაც ჩამოვედი თელავში, დამწვრობის ცენტრის დირექტორის, ბატონ გუგა ქაშიბაძის მითითებით, მზის შუქზე გასვლა ამეკრძალა, ასე რომ მხოლოდ გავდიოდი ოთახიდან მზის ჩასვლის შემდეგ. ეს კი ხდებოდა საღამოს 8 საათზე, კომენდანტის საათის გამო მხოლოდ 40 წუთი შემეძლო გარეთ ყოფნა. როდესაც მოვისმინე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ, რა თქმა უნდა ყველაზე დიდი შვება ჩემთვის იყო და ამ თავისუფლებას აქტივობის გარეშე ვერ გავატარებდი. გამახსენდა სერჯიო ლეონეს კინო–ეკრანიზაცია “ერთხელ ამერიკაში”. ფილმშ არის ასეთი მომენტი, სადაც “მშრალი კანონის” გაუქმებას კრეატიულად და თეატრალიზებულად აღნიშნავენ ფილმის პერსონაჟები, მეც გადავწყვიტე ასე აღმენიშნა კომენდანტის საათის გაუქმება თელავში, მოგეხსენებათ მე ვარ თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის პრეზიდენტი, დავუკავშირდი ჩემი კლუბის წევრ ბაიკერებს და შევთავაზე ამ ფერფორმანსის გაკეთბა. ერთ დღეში გავაკეთე ორგანიზება და საქართველოს მთავრობის შეზღუდვების ფარგლებში, რაც ითვალისწინებს 10 ადამიანზე მეტის შეკრებას, ვეცადეთ ერთად 4 ადამიანზე მეტი არ ვყოფილიყავით. თელავის ექსტრემალთა სპორტული კლუბის წევრებმა განვახორციელეთ ეს აქტივოვა. წევრებით მოხსენიება რა თქმა უნდა ფორმალობააა, ჩვენ ერთი დიდი საძმო ვართ, რომელთაც ორი ბორბალი ანუ მოტოციკლი გვაერთიანებს. ამ პერფორმანსის შემდეგ კი ბაიკერებმა გადავინაცვლეთ ისეთ ადგილზე, სადაც არავინ წუხდება ჩვენი ყურებით და იქ ბაიკერული ტრადიციით განვაგრძეთ კომენდანტის საათის გაცილების აღნიშვნა”, – განუცხადა knews. Ge-ს ოთო მდივნიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისს გაუქმდა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე