თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა.
ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყო და 5 მაისს ზვავის ჩამოწოლოს გამო დროებით შეჩერებული იყო.