თელავში კორონავირუსის ანტიგენებსა და ანტისხეულებზე უკვე 106 ადამიანი გამოიკვლიეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თელავსა დაიწყო სეროპრევალენტობის კვლევა.
თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის 10 სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური, და ქალაქ თელავის 5 კლასტერი.
სულ აღებული იქნება 150 ნიმუში. ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. დღეისთვის აღებულია 100 ნიმუში.