კახეთში მიწისძვრა მოხდა
დღეს კახეთში, დილის 6 საათზე, მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 39 კმ-ში, სოფელ ხალაწანთან იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.
“კახეთის ხმის” ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.