ახალი ამბები

მეწარმე ქალთა საჭიროებების გადასაწყვეტად ონლაინ კონფერენცია გაიმართება

,,მედია ცენტრი კახეთის” ორგანიზებით, 25 მაისს, გაიმართება ონლაინ კონფერენცია  თემაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობა მეწარმე ქალთა საჭიროებების გადასაწყვეტად”.

შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, თელავის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, მეწარმე ქალთა კლუბის წევრები მიიღებენ.

ვებინარის დაწყების თარიღი და დრო: 25 მაისი, 14:00 საათი.

ონლაინ შეხვედრა გაიმართება პროგრამა ზუმის მეშვეობით.

ზუმის მონაცემები ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად:

https://us02web.zoom.us/j/84933202838?pwd=Qkxjbit0T2U5T3JMcWwxU2VtUUxsdz09

Password: 949416

ვებინარი ტარდება NDI-ის პროექტის – ,,მეწარმე ქალთა კლუბი 2“ – ის ფარგლებში.