კახეთში 12 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 12 ნიმუში გაგზავნეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია და “კოვიდ-19”-ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 11 მოქალაქე. 2 ადამიანს მოეხსნა ეს რეჟიმი. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 7 ადგილას მოთვასებულია 245 მოქალაქე. 24 მაისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 12 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3720 ნიმუში, საიდანაც 1200 მედპერსონალი, 1384 კარანტინის ვიზიტორები და 193 შშმ პირი გამოიკვლიეს კორონავირუსზე”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.