მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით კახეთში 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს
კახეთში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 35 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა 45 წლამდე მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.