ვირტუალური ბოლო ზარი გურჯაანში – ვიდეო
დღეს კახეთში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა, თუმცა არა ტრადიციული ფორმით. მოსწავლეებმა სწავლის დასრულება საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციის და დაწესებული შეზღუდვების ფონზე ვირტუალურად აღნიშნეს.
დღეს ისე, როგორც გასულ წლებში არ ყოფილა თეთრი პერანგები და ფერადი ფლომასტერებით გაკეთებული წარწერები, არც მოსწავლეების მიერ გამართული ღონისძიებები და ბანკეტები.
ვირტუალურად აღნიშნეს სწავლის დასრულება სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაშიც. ვიდეო ზარით მიმართეს მე-12 კლასის მოსწავლეებს პედაგოგებმა და სწავლის დასრულება მიულოცეს.