ახალი ამბები

კახეთში 88 მოქალაქის ნიმუშის პასუხებს ელოდებიან

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით Covid-19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 18 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 404 მოქალაქე.

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

18 მაისს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 293 ნიმუში. 205 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 18 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 19 მაისის დანარჩენი ნიმუშის შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3190 ნიმუში, აქედან 1079 მედპერსონალია, 1072 კარანტინი, , შშმ პირი – 149.