ახალი ამბები

კახეთში 205 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 293 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 205 ბიოლოგიური მასალის პასუხია ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 205 ნიმუშში “კოვიდ-19” არ აღმოჩნდა.

როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, დანარჩენი 88 ნიმუშის ტესტირების შედეგი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

“კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით “Covid-19” -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 18 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე მოთავსებულია 404 მოქალაქე. 18 მაისს ლუგარის ცენტრში გაიგზავნა 293 ნიმუში. 205 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. ასევე ნეგატიურია 18 მაისის ყველა ნიმუშის პასუხიც. 19 მაისის დანარჩენი მასალების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3190 ნიმუში, საიდანაც1079 მედპერსონალს ეკუთვნის, 1072 კარანტინში მყოფ პირებს. კორონავირუსზე უკვე 149 შშმ პირი გამოიკვლიეს”, – განუცხადა “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა.