ახალი ამბები

პრემიერი – კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა 8-ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, სამზარეულო, უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს

სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს, როგორც ჩანს გაურკვეველი დროით, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე, ან რამდენიმე წელი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

გიორგი გახარიას თქმით, კონკურენტულ უპირატესობებს, როგორებიცაა ისტორია, 8 ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა, უნდა დაერმატოს, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს. მთავრობის მეთაურმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, გაძლიერდეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება წელს იმ რაოდენობით ტურისტს, რომელიც შარშან მივიღეთ, ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8 ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს და მართავს ვირუსის რისკებს“, – განაცხადა გახარიამ.