თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
თვითდასაქმებულები, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომპენსაციას ელოდებიან, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.
თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.
კომპენსაცია დაერიცხებათ, როგორც იდენტიფიცირებად თვითდასაქმებულს, ასევე მათ, ვინც შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდებიან.
იმ თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, რეგისტრაციის პორტალზე, პირადი მონაცემების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვაც მოუწევთ.