კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2407 ნიმუში გაიგზავნა
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 2407 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 894 მედიკოსს, ხოლო 679 კარანტინში მოთავსებულ მოქალაქეებს ეკუთვნის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის განმარტებით, გუშინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე კახეთიდან 192 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 105 ტესტირების შედეგია ცნობილი და ყველა უარყოფითია.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
“თვითიზოლაციაში იმყოფება 34 მოქალაქე. სპეციალისტების მეთვალყურეობა არავის არ მოხსნია.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 473 მოქალაქე.
ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.