ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე 87 ნიმუშის ტესტირების შედეგს ელოდებიან

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად 192 ნიმუში გაიგზავნა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 105 მოქალაქის საკვლევ მასალაში კორონავირუსი არ აღმოჩნდა, ხოლო 87 ნიმუშის ტესტირების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ რეგიონი კვლავ ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს და კახეთში “კოვიდ 19″-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

“ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან კორონავირუსზე საკმაოდ ბევრ მასალას იკვლევენ. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 192 მოქალაქის ნიმუშს, საიდანაც ვიცით 105 ნიმუშის პასუხი, რომელიც ნეგატიურია. დანარჩენი 87 ნიმუშის ტესტირების პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გვეცოდინება. ნიმუშების გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში დღესაც იგეგმება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.