ახალი ამბები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგმა ფოცხვერი ღამით დააფიქსირა.

ფოცხვერი განსაკუთრებული მხედველობისა და სმენის წყალობით, საღამოს ძალიან აქტიურია.

ფოცხვერი, რომელსაც გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსი აქვს, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში”.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მიმდინარეობს. ფოტოხაფანგის დახმარებით შესაძლებელია გარეული ცხოველების დისტანციურად გადაღება, მათი რიცხოვნობის დადგენა, დღეღამური და სეზონური აქტივობის დაფიქსირება და ა.შ.