ახალი ამბები

თელავში მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობა გადაიდო

თელავში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დროებით შეჩერებულია.

პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ვივში“ განმარტავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მშენებლობის განახლების ვადა განსაზღვრული არ არის.

,,მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი თელავში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე შენდება.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახისა და ლაბორატორიების აღდგენაც. პროექტი 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსსა და მუზეუმს მოიცავს. სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობაც”,- აცხადებენ კომპანიაში.

მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის გახსნა 2022 წლისთვის იგეგმებოდა.

პროექტი არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია 9“-მ მოამზადა.