კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 2215 მოქალაქე გამოიკვლიეს
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში საკარანტინე სივრცეში მყოფი მოქალაქეების, ცხელების კლინიკებში მოთავსებული პაციენტებისა და მედიკოსების ნიმუშებს ყოველდღე აგზავნიან.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ რეგიონიდან ლუგარის ცენტრში დღემდე 2215 მოქალაქე გამოიკვლიეს. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კორონავირუსი მხოლოდ ორი მედიკოსის ბიოლოგიურ მასალაში დადგინდა, თუმცა განმეორებითი PCR მეთოდით ჩატარებული და ასევე სიღრმისეული კვლევებით მათ კოვიდ 19 არ აღმოაჩნდა.
“კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 2215 ნიმუში, საიდანაც 855 მედპერსონალია, ხოლო 550-ზე მეტი კი ეკუთვნის კარანტინში მოთავსებულ მოქალაქეებს. შეიძლება ითქვას, რომ კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.