კახეთში კორონავირუსზე ტესტირება 855 მედიკოსს ჩაუტარეს
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე კორონავირისზე ტესტირება 855 მედპერსონალის ბიოლოგიურ ნიმუშს ჩაუტარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მხოლოდ ორი მედიკოსის საკვლევმა მასალაში დადასტურდა კორონავირუსის არსებობა, თუმცა განმეორებითი PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი და საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანი კორონავირუსით ინფიცირებულები არ არიან.
“კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე 855 მედპერსონალი გამოიკვლიეს. მედოკოსების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს და რეგიონში ყველა ექიმს PCR მეთოდით ჩაუტარდება ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ არის.