ახალი ამბები

კახეთი კვლავ მწვანე ზონაა

კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და რეგიონი კვლავ ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2215 ნიმუში გაიგზავნა და მხოლოდ ორ მედიკოსს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა განმეორებითმა კვლევებმა მათი კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაადასტურა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ნიმუშები რეგიონიდან ლუგარის ცენტრში ყოველდღიურად იგზავნება.
“ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტების და საკარანტინე ზონაში მყოფი მოქალაქეების ბიოლოგიურ ნიმუშებს ვიღებთ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნით. ცხელების კლინიკის აბსოლიტურად ყველა პაციენტს ვიკვლევთ კორონავირუსზე. კახეთში ამ დრომდე კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.