კახეთში 97 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 97 პირის ტესტის შედეგი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონიული განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ამ დროისთვის კორონავისრუსის დადასტურებული აცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 31 მოქალაქე, კარანტინის 11 სივრცეში კი, 531 ადამიანი იმყოფება.
,,სინჯების აღება გრძელდება როგორც ე.წ. ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაფართოებული, ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება – სამედიცინო პერსონალის, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლების, შშმ პირების, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებისა და მათი მომვლელების, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების, კარანტინში მყოფი პირების, საბაჟოს თანამშრომლების.
კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში სულ 2 215 სინჯი გაგზავნილია, მთ შორის 855 მედპერსონალია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.