კახეთის საოლქო პროკურორად კონსტანტინე სირაძე დაინიშნა
კახეთის საოლქო პროკურორად კონსტანტინე სირაძე დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოლქის ახალი პროკურორი თანამშრომლებს დღეს წარუდგინეს.
კონსტანტინე სირაძე თბილისის პროკურორის მოადგილედ მუშაობდა და ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე ჩვენება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც მისცა.
სირაძემ კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი შეცვალა.
ის კახეთში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობიდან, 2018 წლის თებერვალში გადაიყვანეს.
მან კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა, სამი დღის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე თავისუფალია თელავის რაიონული პროკურორის თანამდებობაც. ირაკლი ჩინჩალაძემ ეს პოსტი წინა კვირაში დატოვა.