ახალი ამბები

გურჯაანში თერმოსკრინინგი უკვე 20 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.

როგორც “კახეთის ხმას” მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის თერმოსკრინინგი უკვე ჩატარდა ქალაქ გურჯაანსა და 11 სოფელში, რომლის ფარგლებშიც 20 000-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა. უწყების ინფორმაციით, ტემპერატურის მატება არცერთ მოქალაქესთან ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

“თერმოსკრინინგი ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრები ა(ა)იპ – ების თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.