ლაგოდეხში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახელობის პირველი სართული და სარდაფები დაზიანდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის და გადაუღებელი წვიმის შედეგად საგრძნობლად მოიმატა მდინარეებისს წყლის დონემ, რის გამოც რიგ ადგილებში მცირე ზომის არხებმა მომატებული წყლის ნაკადი ვერ გაატარეს.
როგორც “კახეთის ხმას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სტიქიის შედეგად სოფლების საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა, საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფები კი დაზიანდა.
“დილიდანვე სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. ოპერატიულად მიმდინარეობს სამუშაოები. მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე 595 53 46 33”, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.