ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 8 სოფელი დაიტბორა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადაუღებელმა წვიმამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. როგორც „კახეთის ხმას“ მერის პირველმა მოადგილემ განუცხადა, სტიქიის შედეგად 8 სოფელი – გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.
ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ძირითადად დაიტბორა საკამიდამო ნაკვეთები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი პირველი სართული და სარდაფები კი დაზანდა.
„იცით, როომ ეს ორი დღე გადაუღებლად წვიმს. გადაუღებელი წვიმის შედეგად საგრძნობლად მოიმატა მდინარეებისს წყლის დონემ, რის გამოც ზოგიერთ სოფელში მცირე ზომის არხებმა მომატებული წყლის ნაკადი ვერ გაატარეს. მუნიციპალიტეტის მერია მელიორაციის სამსახურთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. სანიღრვრე არხების გაწმენდა და საკარმიდამო ნაკვეთებიდან წლის ამოტუმბვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტიქიას ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მოუყენებია“, – განუცხადა „კახეთის ხმას“ ზურაბ ჯაფარიძემ.
მერიაში მოქმედებს ცხელ ხაზი და მოსახლეობას საჭიროოების შემთხვევაში შეუძლიას დარეკოს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 595 53 46 33