ახალი ამბები

კახეთში დღეს კიდევ 24 ნიმუშის ტესტირების პასუხს ელოდებიან

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 225 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ჯერჯერობით უცნობია 24 საკვლევი მასალის პასუხი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გუშინ გამოკვლეული 201 გამოკვლეული ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ასევე კოვიდ 19 არ დაფიქსირდა 8 მაისს გაგზავნილ 100 საკვლევ მასალაში.

“9 მაისს კახეთიდან ლუგარის ცენტრში გავაგზავნეთ 225 ნიმუში. მათგან 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და არც ერთ შემთხვევაში კორინავირუსი არ დასტურდება. დარჩენილი 24 ტესტის შედეგები სავარუდოდ დღის ბოლომდე გვეცოდინება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” ექთანს კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. ამავე მეთოდით განმეორებით ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, რის გამოც გადაწყდა მისთვის ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება. კოვიდ 19-ით ინფიცირება არ დაუდგინდა არც ჩაღრმავებული კვლევებით.
ამ ეტაპზე კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.