ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 2000-ზე მეტი ნიმუშს ჩაუტარდა ტესტირება

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 2105 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც ამ ეტაპზე ცნობილი არ არის 24 საკვლევი მასალის ტესტირების შედეგი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, რომ კორონავირუსი PCR ტესტირებით დადასტურდა ორ შემთხვევაში, თუმცა განმეორებით ჩატარებული კვლევებით კოვიდ 19 არ დადგინდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ახალ ვირუსულ ინფექციაზე გამოიკვლიეს 842 მედიკოსი და კარანტინში მყოფი 556 მოქალაქე.

“ნიმუშებს ყოველდღე ვაგზავნით როგორც ცხელების კლინიკებიდან ისე საკარანტინე ზონებიდან. ჯამში კახეთიდან 2105 ნიმუში გავაგზავნეთ. იცით, რომ ორ მედპერსონალს კოვიდ 19 აღმოაჩნდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით დასტურდება, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.