ახალი ამბები

საგარეჯოში ექთანს სიღრმისეული კვლევების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ ექთანს ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული სიღრმისეული კვლევების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მედდა მოთავსებული იყო ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის იზოლირებულ ბოქსირებულ განყოფილებაში. ის სახლში უკვე გაწერეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევამ საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთნის covid-19 -ით ინფიცირება დაადასტურა.

PCR ამავე მეთოდით განმეორებითმა კვლევამ ვირუსის არსებობა არ დაადგინა, რის გამოც სიღრმისეული კვლევების ჩატარება გადაწყდა. უარყოფითი შედეგები აჩვენა ასევე სიღრმისეულმა კვლევებმაც.