კახეთში კარანტინში კორონავირუსზე 397 მოქალაქე გამოიკვლიეს
კახეთის 11 საკარანტინე სივრციდან ლუგარის ლაბორატორიაში 397 ნიმუში გაიგზავნა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
“საკარანტინე სივრცეებიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 397 ნიმუში გამოიკვლიეს, არც ერთ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კარანტინში ყველა მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტირება აუცილებლად ჩაუტარდება, სანამ ისინი დატოვებენ საკარანტინე სივრცეს”, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.