ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსზე უკვე 793 მედიკოსი გამოიკვლიეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 793 მედპერსონალია გამოკვლეული კორონავირუსზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მხოლოდ ორი მედიკოსის საკვლევმა მასალამ აჩვენა დადებითი შედეგი, თუმცა განმეორებითი PCR მეთოდით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმი კოვიდ 19-ით ინფიცირებული არ არის. საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს კი კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR კვლევით დაუდგინდა. მედდას კორონავირუსზე განმეორებით გამოიკვლევენ.

“კახეთის რეგიონიდან ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე 793 მედპერსონალი გამოიკვლიეს. მედოკოსების ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს და რეგიონში ყველა ექიმს PCR მეთოდით ჩაუტარდება ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.