ახალი ამბები

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში ჯამში 1862 ნიმუში გაგზავნეს

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღემდე 1862 მოქალაქე გამოიკვლიეს კორონავირუსზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გაგზავნილი ნიმუშებიდან კორონავირუსი ორ მედიკოსს დადასტურდა, თუმცა ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს განმეორებითი PCR მეთოდით ჩატარებული კვლევებით კოვიდ 19 არ დაუდგინდა.

რაც შეეხება საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის ექთანს, მას კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR კვლევით აღმოაჩნდა. მას განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება.

“კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 1862 ნიმუში, საიდანაც 793 მედპერსონალია, ხოლო 397 კი ეკუთვნის კარანტინში მოთავსებულ მოქალაქეებს. შეიძლება ითქვას, რომ კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.