ნელი ხიზანიშვილი – საგარეჯოში ექთნის კონტაქტებს შორის სულ 16 ადამიანია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალსის” ექიმთან მუნიციპალიტეტში ჯამში 16 ადამიანს ჰქონდა კონტაქტი.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, თუ დადასტურდება, რომ საგარეჯოს კონტაქტებიდან ყველას ანალიზის პასუხი იქნება უარყოფითი, ეს არ იქნება კახეთის შემთხვევა.
მისივე განმარტებით, ექთანს covid-19 მედიკოსების მიზნობრივი ტესტირების დროს PCR კვლევით დაუდასტურდა.
,,PCR კვლევით ამ ქალბატონს ვირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კონტაქტების კვლევა შეწყდა,საგარეჯოს მასშტაბით გამოვლინდა ჯამში 16 კონტაქტი, მათ შორის 9 საოჯახო, 7 კი დაკავშირებულია საგარეჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსთან”. ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 კონტაქტია გამოვლენილი, რომელთა ანალიზის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ჩვენ გუშინ ლუგარში გავგზავნეთ 42 ანალიზი, ამ ეტაპზე რამდენიმეს პასუხია მოსული, საიდანაც 5 არის ამ ქალბატონის ოჯახის წევრის, არც ერთ მათგანს, მათ შორის არც ინფიცირებული ქალის მეუღლეს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. ქალბატონი არის უსიმპტომო, ჩვენ რამდენიმე დღეში კვლავ ჩავატარებთ როგორც მისი, ასევე მისი კონტაქტების განმეორებით ანალიზს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.