ახალი ამბები

თუშეთში ზვავში მოყოლილ მამაკაცს მეოთხე დღეა ვერ პოულობენ

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ ზვავში დაკარგულ მამაკაცს მეოთხე დღეა მაშველები უშედეგოდ ეძებენ.

როგორც “კახეთის ხმას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცუდი ხილვადობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია შეჩერდა. ეს პროცესი ხვალ დილიდან ისევ განახლდება. თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე იმყოფებიან ჰიდრომეტეოლოგები , რომლებიც ვითარებას უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სწავლობენ. თუშეთის გზაზე მომხდარ შემთხვევაზს კიდევ ერთხელ ისაუბრა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, არსებობს ზვავის და ღვარცოფის საშიშროება, რის გამოც კახეთისა და თბილისის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მუშაობა რთულ პირობებში უწევთ და სამძებრო სამუშაოები პერიოდულად სწორედ ამ მიზეზით წყდება.

“გარემოზე ზემოდქმედების ჯგუფის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, რომლებიც აფასებენ ვითარებას ზვავსაშიშროებისა და ღვარცოფსაშიშიროებისა შესახებ. შეიქმნა ახალი ზვავის და ღვაცოფის ძალიან დიდი საშიშიროება, რის გამოც სპეციალისტებმა მაშველებს მუშაობა შეაჩერებინეს. მაშველები შეტყობინების შესვლისთანავე გაემართნენ და იქ ყველაფერდს აკეთებენ, რომ მეორე ადამიანი იპოვნონ. ეს არის მსოფლიოში უფრო ექსტრემალიური გზა, სადაც მყარი საფარი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად ახლიდან იწმინდება და მთელი რიგი მონაკვეთები ხელახლა შენდება. გაწმენდითი სამუშაოებიც დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს,”– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე მეწყერი 5 მაისს ჩამოწვა, რომელმაც ორი ადამიანი მოიყოლა, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუშეთის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა.