საგარეჯოს კლინიკის ექთნის შესაძლო დაინფიცირების წყარო სავარაუდოდ ბოჭორიშვილის კლინიკაა
ყვარლის სასწრაფო დახმარების მედიკოსის მაგალითიდან გამომდინარე ჯერჯერობით გადაწყვეტით ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით არის თუ არა საგარეჯოს ექთანი კორონავირუსით დაინფიცირებული, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა. ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ მედდის შესაძლო დაინფიცირების წყარო სავარაუდოდ თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაა, რადგან ექთანი პარალელურად სწორედ ამ სტაციონარში მუშაობდა. ბოჭორიშვილის კლინიკაში მედდასთან კავშირში მყოფი 20 მედიკოსია მოკვლეული.
“მთელი კახეთის მასშტაბით, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის მიზანმიმართული და გაფართოვებული კვლევები ტარდება, სწორედ ამ დროს აუღეს მას ანალიზი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მუშაობა და ყველა კონტაქტია მოძიებული. ისინი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მედდა კი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
ექთანს ჯამში სავარაუდოდ 60 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა ნიმუშები გაგხავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.
ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მომუშავე მედდას კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში PCR მეთოდით ჩატარებული კვლევით გამოუვლინდა. ექთანი თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.