ახალი ამბები

საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალის ექთანთან სავარაუდოდ 60 კონტაქტი იკვეთება

საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის მედდას, დაახლოებით 60 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ექთანთან კონტაქტში მყოფი ყველა მოქალაქის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნეს. მას კორონავირუსი PCR მეთოდით ჩატარებული ტესტირებით გამოუვლინდა.
ექიმთან კონტაქტში მყოფი ადამიანების მოკვლევა მიმდინარეობს. მასთან კავშირში მყოფი 60 ადამიანის ნიმუში უკვე გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. გუშინ მასთან ერთად გაფართოებულ კვლევაში მონაწილე პირებს არ აღმოაჩნდათ კორონავირუსი, თუმცა 30 მედიკოსს კიდევ ავუღეთ ანალიზი და გავაგზავნეთ. მას და არც ერთ ადამიანს მის გარშემო, სიმპტომები არ აქვს. ცხელების ცენტრი ჩეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ვიცით, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაშიც იკვლევენ 21 თანამშრომელს”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის მედდას, რომელიც ამავდროულად, ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს, PCR კვლევით კორონავირუსი დაუდგინდა. ექთანს დამატებით კვლევები უტარდება.