ახალი ამბები

ნელი ხიზანიშვილი – საგარეჯოს,, ჯეოჰოსპიტალსის” ექთნის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს

ეპიდემიოლოგები საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსის კორონავირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული ექთნის კონტაქტებს იკვლევენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით,
მედდას და მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს დამატებითი კვლევა უტარდებათ.
ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ სავარაუდო დაინფიცირებულს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.

“მას არ ჰქონდა შეხება პაციენტებთან. ამ დროისთვის გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, ოჯახურიც და სამასახურებრივიც.გუშინ მასთან ერთად გაფართოებულ კვლევაში მონაწილე პირებს არ აღმოაჩნდათ კორონავირუსი, თუმცა 30 მედიკოსს კიდევ ავუღეთ ანალიზი და გავაგზავნეთ. მას და არც ერთ ადამიანს მის გარშემო, სიმპტომები არ აქვს. ცხელების ცენტრი ჩეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ვიცით, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაშიც იკვლევენ 21 თანამშრომელს”,
– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი 60 მოქალაქის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

ცნობისთვის, საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალის მედდას, რომელიც ამავდროულად, ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს, PCR კვლევით კორონავირუსი დაუდგინდა. ექთანს დამატებით კვლევები უტარდება.