ელექტრონულ კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ
სახალხო დამცველის აპარატი გთავაზობთ ელექტრონულ კურსს გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც კურსი მიზნად ისახავს აამაღლოს ცნობიერება გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე.
როგორცო სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი კახეთში ეთო შიუკაშვილი Knews-სთან ამბობს, გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.
,,სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს აამაღლოს ცნობიერება გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე”.
კურსი შედგება 3 მოდულისგან: მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად; კურსი გთავაზობთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო და ფოტო მასალას; კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ონლაინ სერტიფიკატს;
ელექტრონული კურსი მომზადებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით.
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.