საგარეჯოს მერიასთან საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
დღეს, 18: 30 საათზე საგარეჯოს მერიის შენობასთან საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
მედიის წარმომადგენლებს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი შეხვდებიან.
ბრიფინგზე საუბარი შეეხება საგარეჯოში ექიმის კორონავირუსით სავარაუდო დაინფიცირების ფაქტს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს ,,ჯეოჰოსპიტალსის” ექიმს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მას, ამ დღეებში, რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.