ახალი ამბები

რომელი შეუზღუდვები მოიხსნება მაისში

კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყო.

11 მაისიდან აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, ასევე სამშენებლო მასალების წარმოება.

გარდა ამისა, მუშაობას გააგრძელებს ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუქნციონირება მოხდება.

ორი კვირის შემდეგ, 25 მაისიდან კი, გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩებიდან.

შემდეგი შეზღუდვების მოხსნაც მოხდება ეტაპობრივად, რომელიც 8 ივნისიდან გაგრძელდება.

მთავრობის მიერ შემუშავებული შეუზღუდვების მოხსნის 6 პუნქტიანი გეგმა 15 ივლისს დასრულდება.