გურჯაანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.
თერმოსკრინინგს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპების თანამშრომლები ახორციელებენ.
,,პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგი უტარდება მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან მყოფ ადამიანებს და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს. მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია სახლებში ვიზიტი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.
ეს პროცესი დღეს ქალაქ გურჯაანიდან დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.